1.
პროექტის
სახელწოდება: მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები.
2.
პროექტის
მთავარი იდეა: მათემატიკისადმი ინტერესისა და სიყვარულის აღძვრა,
სტატისტიკური ექსპერიმენტების ჩატარებისა და მონაცემთა შეგროვების უნარის განმტკიცება.
3.
პროექტის
აქტუალობა: ჯგუფური მუშაობის პრინციპის დახვეწა, სხვათა აზრის
მოსმენა, ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, დასკვნების გამოტანისა
და მონაცემთა დამუშავების უნარის გამომუშავება.
4.
პროექტის
მიზნები: თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვების,
მათი მოწესრიგებისა და დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის
და მონაცემის ინტერპრეტაციისა და ანალიზის უნარის განმტკიცება ამოცანის კონტექსტის
გათვალისწინებით.
5.
მონაწილეთა
ასაკი: მე-7 კლასი.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი კვირა, შესრულების დრო:90წთ.
7.
მოსალოდნელი
შედეგები: იზრდება დაინტერესება მიმართულების: „მონაცემთა ანალიზი,
ალბათობა და სტატისტიკა“ მიმართ, მოსწავლე იწაფება ცხრილებისა და დიაგრამების დახაზვაში,
მოიპოვებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას.
8.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სამუშაო ფურცლები, ავტოკალმები,
თითოეული მოსწავლის მიერ მოგროვილი ინფორმაციები.
9.
პროექტის
მსვლელობა: ღონისძიებას უძღვება ორი მოსწავლე, რომლებიც ჯგუფებს
გაუწევენ მეგზურობას.
პირველი გიდი-
მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
მეორე გიდი-დღეს ჩვენ გვესტუმრა ორი ჯგუფი „ლუწები“
და „კენტები“. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი.
პირველი გიდი-გაგაცნობთ
ჟიურის შემადგენლობას(სახელდება სამი წევრი პირველი-პროექტის ხელმძღვანელი, ერთი მოსწავლე
ერთი მასწავლებელი).
მეორე გიდი-მაშ
ასე შევუდგეთ მუშაობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეებს ჰქონდათ მიცემული
დავალება სხვადასხვს მონაცემის შეგროვებისა და დაკვირვების შესახებ, მათ უნდა გამოიყენონ
ეს მონაცემები და იმუშაონ ამოცანებზე.
პირველი ამოცანა-მაღაზიაში
ბოლო კვირის განმავლობაში თითოეულ მოსწავლის ოჯახში დახარჯული თანხების დამუშავება
და ამ მონაცემების საშუალოს, მოდის და გაბნების დიაპაზონის გამოთვლა.
მეორე ამოცანა-ერთი
კვირის განმავლობაში 900 ,1200 ,1500 ,1800
,2100 სთ-ზე გარემოს ტემპერატურის
დაკვირვება, ამ მონაცემების დამუშავება და საშუალოს, მოდის და დიაპაზონის გამოთვლა.
ყველაზე ცხელი და ყველაზე ცივი დღის გამოყოფა, დიაგრამის აგება.
მესამე ამოცანა-ბოლო
ერთი კვირის განმავლობაში თითოეული მოსწავლის მიღებული შეფასებების დამუშავება, საშუალოს,
მოდიოს და დიაპაზონის გამოთვლა, ცხრილების შედგენა.
მეოთხე ამოცანა-ახლომდებარე
რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის დამუშავება კლასების მიხედვით, გოგონებისა
და ვაჟების რაოდენობის დაჯგუფება კლასების მიხედვით, მოგროვილი მონაცემების საშუალოს,
მოდის და დიაპაზონის გამოთვლა. დიაგრამის აგება.
მეხუთე ამოცანა-თითოეული
მოსწავლის მიერ ოჯახის წევრების რაოდენობებისა და ასაკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
და ჯგუფებში მათიმ დამუშავება. საშუალოს, მოდის და დიაპაზონის გამოთვლა. ყველაზე პატარისა
და უხუცესი წევრების მქონე ოჯახების გამოყოფა.
მეექვსე ამოცანა-თითოეული
მოსწავლე ჯგუფს წარმოუდგენს ცხრილს კვირის მითითებულ დღეს საშინაო დავალებაზე დახარჯული
დროის შესახებ. ამ მონაცემების საშუალოს, მოდის და დიაპაზონის გამოთვლა.
მეშვიდე ამოცანა-თითოეული
მოსწავლე ჯგუფს წარუდგენს მისთვის საყვარელ სატელევიზიო გადაცემას და საყვარელ საგანს.
პოულობენ ამ მონაცემების მოდას.
მერვე ამოცანა-
სკოლის პედაგოგების მუშაობის სტაჟის გამოკითხვა და ამ მონაცემების საშუალოს, მოდისა
და გაბნევის დიაპაზონის გამოთვლა. ყველაზე სტაჟიანი პედაგოგის გამოყოფა.
მეცხრე ამოცანა-ჯგუფებს
ურიგდებათ მოკლე ნაწყვეტი მათ მიერ ნასწავლი ტექსტიდან. მათ უნდა დაამუშაონ ტექსტში
ხმოვანი ბგერების გამოყენების სიხშირე. მოდა გაბნევის დიაპაზონი.
მეათე ამოცანა-მოსწავლეები
ჯგუფებს წარმოუდგენენ მათთვის საყვარელ სპორტის სახეობას და მომავალში სპორტული ღონისძიებების
ჩატარების დროს ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის ამ სახეობებში.
ჯგუფებს ურიგდებათ ამოცანები, თითოეული ამოცანისათვის
ეძლევათ 7 წუთი, ჯგუფები ნამუშევარს აფიქსირებენ ფურცლებზე. დრო ამოწურვის შემდეგ ამ
ფურცლებს სთავაზობენ ჟიურს. ჯგუფის ერთერთი წევრი ახდენს მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევრის
პრეზენტაციას ერთი წუთის განმავლობაში. ჟიური აფასებს პასუხებს წინასწარ შემუშავებული
შეფასების სქემის მიხედვით, ახდენს მონიტორინგს პროექტის მსვლელობის განმავლობაში,
ბოლოს ჟიური აჯამებს ჯგუფების მიერ მოპოვებულ ჯამურ ქულას, გამარჯვებული ჯგუფის წევრებს
ასაჩუქრებს პრიზებით, ხოლო მეორე ჯგუფის წევრებს სიგელებით-პროექტში მონაწილეობისათვის.
შეფასების სქემა
შეფასების სქემა
|
ქულა
|
1.
ჯგუფი
პრეზენტაციის დროს გამოკვეთავს ამოცანის პრობლემას, საუბრობს გასაგები ენით, ეტევა
განკუთვნილ დროში, სრულყოფილი მონაცემების მიხედვით ახდენს მათ დამუშავებას, აგებს
ცხრილებსა და დიაგრამებს.
|
3 ქულა
|
2.
ჯგუფი
პრეზენტაციის დროს გამოკვეთავს ამოცანის პრობლემას, საუბრობს გასაგები ენით, ეტევა
განკუთვნილ დროში, სრულყოფილი მონაცემების მიხედვით ახდენს მათ დამუშავებას, აგებს
ცხრილებსა და დიაგრამებს, შეიცავს უმნიშვნელო შეცდომებსა და მცირეა ხარვეზებს.
|
2 ქულა
|
3.
ჯგუფ
ვერ წარმოაჩენს ამოცანაში დასმულ პრობლემის არსს, უჭირს მსჯელობა, ვერ ეტევა დროში,
მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ არის სრულყოფილი, ვერ აგებს დიაგრამებსა და
ცხრილებს.
|
0 ქულა
|
დაგროვილი ქულების რაოდენობა
|
საბოლოო ქულა
|
26-30
|
10 ქულა
|
21-25
|
9 ქულა
|
16-20
|
8 ქულა
|
11-15
|
7ქულა
|
6-10
|
6 ქულა
|
1-5
|
5 ქულა
|
10. ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ.VII-14 მოსწავლე
მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპოდენტებს და მოიპოვებს
საჭირო მონაცემებს.
მათ.VII-14 მოსწავლე
დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტებს და აგროვებს მონაცემებს.
მათ.VII-15 აგებს
სხვადასხვა ცხრილებსა და დიაგრამებს.
11.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ბარბაქაძე
13. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: